წესები

საშეჯიბრო კატეგორიები (ასაკობრივი ჯგუფები)

  • კაცები 16 – 34
  • კაცები 35 – 44
  • კაცები 45+
  • ქალები 16 – 34
  • ქალები 35 – 44
  • ქალები 45+

მონაწილეობა

  • შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ველოსიპედისტს.

ველოსიპედები

  • რეკომენდებულია გამოიყენოთ გზის ან გრაველის ველოსიპედები. ელექტო ველოსიპედები არ დაიშვება.
  • თქვენივე უსაფრთხოებისთვის, ყურსასმენები და ტრიატლონის აერო ბარები არ დაიშვება.
  • ყველა მონაწილემ უნდა იყოს დარწმუნებული მისი ველოსიპედის სამუხრუჭე სისტემის გამართულობაში.
  • ჩაფხუტი აუცილებელია.
  • შეჯიბრის ნომრები აუცილებლად უნდა იყოს დამაგრებული ველოსიპედზე და ასევე მონაწილეების მაისურების ზურგზე.
  • მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მობილურები, ზედმეტი საბურავის კამერები, ხელის ტუმბო, ძირითადი სარემონტო ნაკრები, წინა და უკანა განათება (პატარა გაუნათებელი გვირაბის გასავლელად), წყლის ბოთლები და საჭმელი.

გამაგრილებლები

  • გამაგრილებლებით მოგემსახურებიან მითითებულ პუნქტებში ღვედში, ცაგერში, ალპანა, და ამბლორაულში (იხილეთ რუკა).
  • მონაწილეებს ასევე შეუძლიათ გაჩერდნენ ადგილობრივ მაღაზიებში და იყიდონ საკვები და სასმელები. თუმცა, აქ მათ ვერ მოემსახურებათ თანმხლები ტრანსპორტი, გარდა აუცილებელი, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების შემთხვევებისა.

დროის შეზღუდვა

  • შეჯიბრი იწყება 11:00სთ -ზე.
  • სტარტის ხაზიდან, მონაწილეები გაჰყვებიან მარშალის მანქანას მანამ, სანამ არ მიიღებენ შეჯიბრის დაწყების სიგნალს (დაახლოებით 4 კმ. -ის შემდეგ).
  • მანქანები გაჰყვებიან შეჯიბრს. ისინი წამოიყვანენ იმ მონაწილეებს,რომლებიც ვერ მიაღწევენ გამაგრილებელ პუნქტებთან შეზღუდული დროის ფარგლებში:
    • ღვედი (26კმ) 13:00 -თვის
    • ცაგერი (57კმ) 15:00 -თვის
    • ალპანა (80კმ) 16:30 -თვის
    • ამბროლაური (110 კმ) 18:00 -თვის
  • ისინი აგრეთვე წამოიყვანენ იმ მონაწილეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს შეჯიბრის შეწყვეტა ნებისმიერი მიზეზით.

პრიზები

ყველა მონაწილე, ვინც დაასრულებს შეჯიბრს შეზღუდული დროის შუალედში მიიღებს ფინიშერის მედალს. სამი ყველაზე სწრაფი მონაწილე თითოეულ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში დაჯილდოვდება პოდიუმის მედლით.

უსაფრთხოება

  • ველო შეჯიბრში მონაწილეობით მონაწილეებს გაცნობიერებული აქვთ, რომ
    • მათ იციან რისკები ველო შეჯიბრების და ველო მსვლელობის დროს და მთლიანად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავადმყოფობის, ტრამვების ან რაიმე მატერიალური ზიანისას შეჯიბრის დროს მომხდარი ნებისმიერი შემთხვევისა და არ ექნებათ პრეტენზიები ორგანიზატორების მიმართ,
    • იციან, რომ გზები არაა გადაკეტილი ჩვეულებრივი ტრანსპორტისთვის და მათ უნდა დაიცვან საგზაო უსაფრთხოების წესები და მითითებები,
    • არიან კარგ ფიზიკურ ფორმაში და ჯანმრთელობა ხელს უწყობთ მიიღონ მონაწილეობა ველო შეჯიბრში,
    • იციან, რომ ამინდის პირობები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და გაუარესდეს მთებში,
    • უნდა იყვნენ ფრთხილად მთელი მსველობის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეშვებიან ორბელის უღელტეხილიდან და სხვა ციცაბო დაღმართებზე და ასევე სხვა ციცაბო გზის მონაკვეთებზე და არ უნდა გადაკვეთონ შუა ხაზი საპირისპირო მიმართულებით გადასვლის მიზნით.
  • შეჯიბრებას შეიძლება გაჰყვეს უკან მხოლოდ სპეციალური მომსახურე მანქანები, შეჯიბრის მარშლები, მედია, პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები.
  • დრიფტი მანქანების უკან დაუშვებელია.

მედია

მონაწილეები ეთანხმებიან, რომ მათი სახელი, გვარი და ნებისმიერი ვიდეო, ან ფოტო გადაღებული შეჯიბრის დროს გამოქვეყნებული იქნება სოციალურ და სხვა მედიაში.

გარემო

მონაწილეებს შეუძლიათ ნაგვის გადაგდება მხოლოდ სანაგვეში, რომელიც მოთავსებული იქნება დასახლებულ ადგილებში, ან გამაგრილებელ პუნქტებთან.

შეჯიბრის ორგანიზატორებს უფლება აქვთ დისკვალიფიკაცია მოახდინონ მონაწილეების შეჯიბრიდან ან გამოიყენონ დროის ჯარიმა ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული წესის დარღვევისას.